in

კვარას სერიალი სრულდება: ცნობილია შეთანხმების პირობები

Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელმა ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.

და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60 მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ…

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენებმა წააგეს: ზურიკოს და საბას საშუალო შეფასებები

საქართველოს კალენდარი ცნობილია: სახლში ვიწყებთ ორი მატჩით