in

კვარას მე-6 ტიტული პარიზში: ხვიჩამ საფრანგეთის სუპერთასიც მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ახალ წელს პირველი ტიტული უკვე მოიგო: ქვეყნის სუპერთასი. პარიზელები ქუვეითში მოძულე „მარსელს“ შეხვდნენ და დრამატულ დაპირისპირებაში პენალტების სერიაში აჯობეს: 2:2 და 4:1.

კვარა ძირითადში დააყენეს და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. შეტევაში მუდმივად ცდილობდა ხიფათის შექმნას და დაცვაშიც აქტიურად ეხმარებოდა გუნდელებს, მოკლედ მოედანზე გამორჩეული ფიგურა იყო.

შეცვალეს 72-ე წუთზე და „მარსელმა“ სწორედ ამის შემდეგ შემოატრიალა თამაში.
ჯერ ხომ ანგარიში გაათანაბრა, 87-ე წუთზე სულაც წინაც გავიდა და ნანატრ გამარჯვებამდე ახლოს იყო. მაგრამ პარიზელებს გაუმართლათ და წამატებულ დროში გაათანაბრეს.

დამატებითი დრო არ ყოფილა და პირდაპირ პენალტები დაარტყეს. ლუკას შევალიემ პირველი ორი პენალტი მოიგერია და მანდ უკვე გადაწყდა კიდეც გამარჯვებულის ბედი.

შეფასებები: Sofascore – 7.3 Flashscore – 7.1

კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში 6 ტიტული მოიგო!

პსჟ – მარსელი 2:2 (პენ 4:1)
გოლები: 1:0 დემბელე (13), 1:1 გრინვუდი (76, პენ), 1:2 პაჩო (87, საკ. კარში), 2:2 რამუში (90+5)

პსჟ-ს მომდევნო მატჩი 13 იანვარს აქვს, თასის 1/16-ფინალში „პარიზთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის პირადი ინტერვიუ: სვამს სპრაიტიან ღვინოს, ტირის ფილმებზე, ტკბება მარტოობით – ეს არის ყველაფერი

ხვიჩა არსენალის დიდი შეცდომაა