in

კვარას და ნაპოლის ამბები: ხვიჩა რჩებაო და ნაპოლის ახალი ფეხბურთელები მოჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პროგრესია. იტალიური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს, რომ ქართველი გუნდში დარჩება.

„ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტების გაფორმების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ აღარ არის ის დიდი დაძაბულობა, რაც აგენტების სიტყვებმა გამოიწვია. უახლოეს დღეებში „ნაპოლი“ დი ლორენცოს დარჩენის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა. რაც შეეხება ხვიჩას მომავალს, ქართველი თავდამსხმელის ნეაპოლში დარჩენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

კვარაცხელიას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ სამი წლით აკავშირებს, ამიტომ კლუბი თავს დაცულად გრძნობს. თუმცა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ხვიჩასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას ცდილობს, რასაც ქართველი ფეხბურთელიც მიესალმება“, – წერს Sky Sports.

„კორიერე დელო სპორტი“ კი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება შესთავაზა.
„ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ის ამჟამად 1,8 მილიონს გამოიმუშავებს, დე ლაურენტისი ხუთ მილიონს სთავაზობს, ბონუსების დამატებით კი ეს თანხა, ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი იქნება. „ნაპოლის“ სურს, საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს“.

კვარა ნაპოლისთან კონტრაქტს გააგრძელებს და ყველაზე დიდ ხელფასს მიიღებს

პარალელურად „ნაპოლი” ახალ ტრანსფერებზეც მუშაობს.
იტალიური კლუბი “ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუს თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. “ნაპოლი” “ჩელსის” 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
ბელგიელს ანტონიო კონტესთან მუშაობა ძალიან სურს და ნეაპოლში უკვე სახლს ეძებს.
ლუკაკუს ტრანსფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ვიქტორ ოსიმენი წავა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს.
ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელი რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სპინაცოლა ბოლოს “რომას” ღირსებას იცავდა, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

“ნაპოლიმ” დაიმატა “რეალის” საკუთრებაში მყოფი მცველი რაფა მარინიც, რომელიც ასევე სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის.

“იუვენტუსმა” 26 წლის ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. მისი ხილვა კი “ნაპოლიში” მის ყოფილ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სურს და შესაძლოა, ფედერიკოც ხვიჩას თანაგუნდელი გახდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანგული კლუბები აყოვნებენ და შესაძლოა ამით ინგლისელებმა ისარგებლონ

ჩვენი საუკეთესო მატჩი: ინგლისი წვალობს, მაგრამ ეს ვის ადარდებს, გუნდი ნახევარფინალშია