ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში კიდევ ერთხელ აღიარეს. მოგეხსენებათ, გაჩემპიონებული „ნაპოლის“ ახალწვეული სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ახლა კი მისი გოლი წლის საუკეთესო გოლად მიიჩნიეს. საუბარია „ატალანტას“ კარში გატანილ ბურთზე.
„ატალანტასთან“ მატჩში კვარაცხელიას გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოა. მან გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ კვარაცხელიამ შეტევა ძლიერი დარტყმით დაასრულა“, – უწერია სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდს.
ეს იყო 26-ე ტურის მატჩი, რომელიც 11 მარტს გაიმართა. მე-60 წუთზე კვარაცხელია ბერგამოელთა შვიდ მცველს შორის არ დაიბნა, ცრუ მოძრაობებით მეურვეები ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა. ის მატჩი „ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო.
2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings