in

კვარას გოლი და საგოლე პასი: პსჟ-მ ბაიერი გაანადგურა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლევერკუზენში „ბაიერს“ ესტუმრა და 7:2 დაშალა. ქართველმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარაცხელიას პასით მატჩის 41-ე წუთზე დეზირე დუემ გამოიჩინა თავი და ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა. ზუსტად ორ წუთში კი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

63-ე წუთზე კვარაცხელია დემბელემ შეცვალა.

კვარს შეფასებები მაღალია: Whoscored – 8.2, Sofascore – 8.0, flashscore – 8.5.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ორი გოლი და ერთი ასისტია.

ბაიერი – პსჟ 2:7
გოლები: 0:1 პაჩო (7. მენდეშის პასით), 1:1 ალეიშ გარსია (38-პენ), 1:2 დუე (41. კვარაცხელიას პასით), 1:3 კვარაცხელია (44), 1:4 დუე (45+3. ჰაკიმის პასით), 1:5 მენდეში (50. ვიტინიას პასით), 2:5 ალეიშ გარსია (54. გრიმალდოს პასით), 2:6 დემბელე (66. ბარკოლას პასით), 2:7 ვიტინია (90)
გამოუყენებელი პენალტი: გრიმალდო (25. ძელი)

პსჟ (4-3-3): შევალიე – ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ზაირ-ემერი (76. ნჯანტუ), დუე (46. ერნანდესი) – ბარკოლა (72. მბაიე), კვარაცხელია (63. დემბელე), მაიულუ (63. კან-ინ ლი)

გაძევება: ანდრიხი (31. ლევერკუზენი), ზაბარნი (37. პსჟ)

პსჟ-ს სამი მატჩის შემდეგ სამი მოგება აქვს და მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ხვიჩა და ჟორჟი ლიგაზე ითამაშებენ

რას ნიშნავს კვარას გოლის აღნიშვნა