ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
პსჟ-მ „ატალანტა“ დაამარცხა – 4:0.
ხვიჩა ბუნებრივია ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ის 75-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა. ბურთიანად საჯარიმოსკენ დაიძრა და ჩინებული დრიბლინგის შემდეგ შორეული ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა.
ეს კვარას მე-6 გოლია ლიგაზე.
შეფასებები: Flashscore – 8.8; Sofascore – 8.5; Whoscored – 8.9.
კვარაცხელია უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პსჟ – ატალანტა 4:0
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 მენდეში (51), 4:0 რამუში (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ბარკოლა (44, პსჟ)
ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას პსჟ პირველ ოქტომბერს გამართავს სტუმრად „ბარსელონასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings