in

კვარამ უმაგრესი გოლი გაიტანა და ამ დაუჯერებელი ჯარიმით ნაპოლიმ ქულა აიღო: ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი გოლი გაიტანა “ფიორენტინას” კარში: დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმა ისე დაარტყა, რომ ბურთი ცხრიანში ჩაჯდა და მეკარეს არანაირი შანსი არ ჰქონია. გოლი ისეთი გამოვიდა, რომ თავადაც გვარიანად გიჟურად აღნიშნა.

ამ გოლით ანგარიში გათანაბრდა და მატჩიც ამ ანგარიშით დამთავრდა – 2:2

ხვიჩამ იტალიაში პირველად გაიტანა საჯარიმოდან.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

ამ სეზონში კვარაცხელიას 33 მატჩში 11 გოლი (პლუს 6 საგოლე პასი) დაუგროვდა, რაც სამით ნაკლებია შარშანდელზე. წინ კი ორი ტურია.

ხვიჩა პირველ ტაიმში კარის აღებას სამჯერ შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა: Flashscore.com – 7.8; Whoscored.com – 7.7; Sofascore.com – 7.8.
პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. 86-ე წუთზე კი შეცვალეს.

ფიორენტინა – ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 რაჰმანი (8), 1:1 ბირაგი (40), 2:1 ნზოლა (42), 2:2 კვარაცხელია (57)

„ნაპოლი“ 52 ქულით მე-9 ადგილზეა და 26 მაისს, ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებს. ის კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელია 6 ქულით დაბრუნდა – ვირტუსი დამარცხდა

ზურიკომ საფრანგეთი შოუთი დაასრულა: გოლი, ორი ასისტი და საუკეთესო შეფასებები