in

კვარამ კურიოზულად გაიტანა და პსჟ პლეი-ოფში გავიდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-მა „სიეტლი“ 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ისე კი ამ ტურნირზე კახა კალაძეს უთამაშია, „მილანის“ რიგებში 2007 წელს და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

ხვიჩა ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ერთხელ ცენტრისკენ შეიწია და კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარეს დიდად არ გასჭირვებია ამ ბურთის აღება.

35-ე წუთზე გოლიც გაიტანა, ცოტა კურიოზულ ვითარებაში. კუთხურის შემდეგ ვიტინიამ საჯარიმოს გარედან კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და კარში შევარდა (ხვიჩა რომ არა ბურთი კარს აშკარად სცდებოდა). თანაგუნდელები ვიტინიას ულოცავდნენ, თუმცა პორტუგალიელმა მიანიშნა – გოლი კვარასი იყოო.

64-ე წუთზე კვარაცხელია ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.
შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.6.

კვარაცხელიამ ბოლო 7 მატჩში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სიეტლ საუნდერსი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (35), 0:2 ჰაკიმი (67)

პსჟ-მა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.
B ჯგუფიდან მეორე მერვედფინალისტი “ბოტაფოგოა”, რომელიც “ატლეტიკოსთან” დამარცხდა (0:1), მაგრამ სამ 6-ქულიანს შორის ბურთების სხვაობა მადრიდელებზე (პსჟ-სთან 0:4-მა ითამაშა გადამწყვეტი როლი) უკეთესი აღმოაჩნდა და მეორე ადგილით გადავიდა პლეი-ოფში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ემოციაც გაქვს, რთულია ამის გადაცემა.… ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა

ხვიჩა მესის შეხვდება