ხვიჩა კვარაცხელიამ „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ტრავმა მიიღო და ყველა შეაშინა, რომ კარგა ხანს მოუწევდა უქმობა. თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება ისეთი სერიოზულიც არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ და 2-3 კვირის გამოტოვება უწინასწარმეტყველეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამდენიც აღარაა საჭირო: ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა.
ხვიჩა ჯერ სატრენაჟორო დარბზში დაიტვირთა, შემდეგ კი მსუბუქად მოედანზეც ივარჯიშა.
კვირას, 8 თებერვალს, 21-ე ტურში ფრანგული კლასიკაა, პსჟ „მარსელს“ უმასპინძლებს და შეიძლება ხვიჩა განაცხადშიც კი მოხვდეს, თუმცა მისი თამაში მაინც საეჭვოა, ალბათ არ გარისკავენ და უფრო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის მოამზადებენ „მონაკოსთან“.



GIPHY App Key not set. Please check settings