in

კვარამ ვარჯიში განაახლა და გენუაშიც წაიყვანეს: ახალ კონტრაქტზეც შეთანხმდნენო

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ ვარჯიში იმაზე მალე განაახლა, ვიდრე ველოდით და შესაძლოა, დღეს, „ჯენოასთან“ სათამაშოდაც მზად იყოს.

თანაც, ხვიჩამ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და არა მსუბუქად ან ინდივიდუალურად. მოკლედ, ჩვენიანი თავს კარგად გრძნობს.

„ჯენოასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და ქართველზეც ისაუბრა:

„იქნება თუ არა გენუაში კვარა? გუშინ მან ვარჯიში განაახლა, დღეს უფრო თავისუფლად ვარჯიშობდა და ჩვენს განკარგულებაშია. ეს მნიშვნელოვანია. ნერესმა ძალიან მოუმატა, მიხვდა, რომ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაშიც აქტიურები არიან და დაცვაშიც. იმდენად გაიზარდა, რომ ორივე ფლანგზე ალტერნატივას მაძლევს. მისით ძალიან კმაყოფილი ვართ“.

სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ შორის გენუაში დღეს, 21 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ამასობაში იტალიური Tuttomercatoweb კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

„როგორც ჩანს, გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა და ვითარება დამშვიდდა. მხარეებს შორის კომუნიკაციის შემდეგ რეალურია, რომ ახალი კონტრაქტი გაფორმდეს და ქართველი კლუბში დარჩეს, რაც გუნდის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ახალი ხელშეკრულება 2029 წლამდეა გათვალისწინებული. კვარაცხელიას ხელფასი ექვს მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე კიდევ 4 კლუბს სურს: მარტო გალა არა – ინგლისი თუ იტალია?

გამორიცხული არ არის, რაღაც ზამთარშიც მოხდეს… გაყიდის კარლსრუე ბუდუს?