„ნაპოლიმ“ ამხანაგურ მატჩში ალბანეთის „ეგნატია“ დაამარცხა – 4:0.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და მონდომებულადაც ითამაშა. თითქმის ყველა შეტევა მისით წარიმართა. 21-ე წუთზე კი ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ცაციათი მეტოქის კარი შორეულ დაბალ კუთხეში აიღო.
მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა.
ნეაპოლელებისთვის ეს მესამე ამხანაგური შეხვედრა იყო.
„ნაპოლი“ სეზონის გახსნამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ნეაპოლელები ოთხშაბათს, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტს“ შეხვდებიან, ხოლო შაბათს, 3 აგვისტოს ესპანურ „ჟირონას“.
კასტელ დი სანგრო
ნაპოლი – ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)
ნაპოლი:
(პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა
(მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე
იტალიურმა პრესამ უკვე დაწერა, რომ კვარამ შოუ დადგა. შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა:
“ბიჭებს ბოლომდე დაიხარჯნენ და მინდა შევაქო. შეტევაშიც და დაცვაში ინტენსიურად მოქმედებდნენ, დრიბლინგი კი გასაუმჯობესებელი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით.
კვარაცხელია? შესანიშნავად ითამაშა. სწორედ ამისკენ მივისწრაფით. მას კიდევ უფრო ექნება თავის წარმოჩენის საშუალება.
ხანდახან სივრცეები ჩაკეტილია, აუცილებელი უბურთოდ მოძრაობა, რაც დღეს გააკეთეს. იმისათვის, რათა გუნდს ინდივიდუალურობა შევძინოთ, ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და ტაქტიკის დახვეწაზე ვმუშაობთ”.
კვარაცხელიამ ჯერ ისევ 77-ე ნომრით ითამაშა, თუმცა ახალ სეზონში ველოდებით, რომ 7-იანი გახდება.
GIPHY App Key not set. Please check settings