ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბრესტი“ განმეორებით მატჩში გაანადგურა – 7:0 (პირველი შეხვედრა 3:0).
ქართველი ძირითადში იყო და მაგრადაც ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზეა გოლი და საგოლე პასი. ხვიჩა ამჯერად მარჯვენა ფლანგზე დააყენეს.
ფლანგური პასის შემდეგ ბურთი მცველს შეეხო და კვარამ, რომელმაც მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მახვილი კუთხიდან აიღო სტუმრების კარი.
ხვიჩამ ორამდე გაზარდა ანგარიში. ეს არის მისი პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
საერთო ჯამში კი, კვარაცხელიამ ლიგაზე საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა. აქამდე მან 2 გოლი ამსტერდამის „აიაქსს“ 2022 წელს, 4 და 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში გაუტანა.
უეფას ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვიტინია დაასახელა. არადა, ორმა ანალიტიკურ-სტატისტიკურმა პორტალმა საუკეთესოდ ქართველი შემტევი მიიჩნია: Flashscore – 8,4 (ბარკოლა – 9.4); Sofascore – 9.3 (საუკეთესო); Whoscored – 10 (საუკეთესო).
პსჟ – ბრესტი 7:0
გოლები: 1:0 ბარკოლა (20), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 ვიტინია (59), 4:0 დუე (64), 5:0 მენდეში (69), 6:0 რამუში (76), 7:0 მეილიუ (86)
პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 10:0 სძლია და 1/8-ფინალში „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდება.
მომდევნო შეხვედრას პსჟ 23 თებერვალს ჩაატარებს – ლიგა 1-ის 23-ე ტურში გასვლაზე მიქაუტაძის „ლიონს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings