in

კვარაზე არ ინერვიულოთ, ძალიან მაგარია: ლუის ენრიკემ ხვიჩაზე უპასუხა

ხვალ, 7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში პსჟ „რენს“ უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია და აქედან გამომდინარე, ურიგო სეზონს არ ატარებენ, ხოლო ის, რომ მეორე ადგილზე არიან, დამატებითი მოტივაციაა.

მწვრთნელს ხვიჩაზეც ჰკითხეს, კერძოდ იმაზე, რომ კვარაცხელიას სტატისტიკა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლოგაზე ძალიან განსხვავებულია და ამას როგორ ახსნითო.

„კვარას დამოკიდებულებაში განსხვავებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ასეა და ეს უნდა მიიღოთ. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენთან მოსვლის შემდეგ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ამბიციურია. ბევრი გამორჩეული უნარი გააჩნია. სეზონისას ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლა და ჩავარდნა, თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდას მოგერიება შეიძლება თვის სეივი გახდეს

წილისყრის წითელი ხალიჩა: ტრამპის მშვიდობა და ცეკვა, ამპარტავნული სელფი და სელებრითები – ბევრი ფოტო