გორის “დილას” მეკარე დავით კერესელიძე თურქულ “რიზესფორს” სურს და ქართული კლუბი ოფიციალურ წინადადებას ელოდება.
„რიზესფორის“ მეკარე „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრის მიმართ ინტერესი ჰქონდა პორტუგალიურ “ეშტრელას”. ახლა კი ნიდერლანდური გუნდების ინტერესზეც იწერება.
25 წლის მეკარეს “დილასთან” კონტრაქტი მომავალი წლის ბოლოს უმთავრდება.
გასულ სეზონში ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
კერესელიძე რიზესფორს ელოდება

GIPHY App Key not set. Please check settings