in

კეპამ ერთი წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩის გმირი გახდა: სუპერთასი ჩელსის დარჩა

ბელფასტის “უინძორ პარკზე” უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი” და ევროპალიგის ტრიუმფატორი ესპანური “ვილიარეალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა, ტიტულის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა, ბოლოს კეპამ ალბიოლს აუღო და “ჩელსის” სერია 6:5 მოაგებინა.

ანგარიში ტუხელის გუნდმა 27-ე წუთზე გახსნა, როცა ტიმო ვერნერმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ჰაკიმ ზიეჩმა სერხიო ასენხოს გაუტანა.

ზიეჩმა ტაიმი ვერ დაასრულა, რადგან მხარი ამოუვარდა და შესაცვლელი გახდა. ტაიმის ბოლოს “ვილიარეალმა” სახიფათოდ შეუტია, თუმცა მენდი ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “ჩელსის” გოლკიპერმა მენდიმ უხეში შეცდომა დაუშვა, თუმცა ჟერარდ მორენომ ვერ გაიტანა, ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა მენდიმ ბურთს ოდნავ შეუცვალა მიმართულება და ამით გუნდი იხსნა. 73-ე წუთზე “ვილეარეალმა” შესანიშნავი კომბინაციით გაათანაბრა. ჟერარდ მორენომ ბურთი დიასთან გაითამაშა და ესპანელმა ფორვარდმა გაიტანა – 1:1.

დამატებით დროში ბევრი მომენტი შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა. მატჩის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა.

საინტერესოა, რომ მატჩის 119-ე წუთზე ტუხელმა გუნდის ძირითადი მეკარე ედუარდ მენდი შეცვალა და მის ნაცვლად კეპა არისაბალაგა დააყენა, რომელიც მატჩის გმირიც გახდა. ესპანელმა კიპერმა პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია.

უეფას სუპერთასი – 2021
ჩელსი – ვილეარეალი 1:1
11 აგვისტო. ბელფასტი. უინძორ პარკი.

1:0 ზიეჩი (27) 1:1 მორენო (73)

ჩელსი: მენდი (119. კეპა) – ზუმა (66. კრისტენსენი), ჩალობა, რიუდიგერი – ჰადსონ-ოდოი (8 2. ასპილიკუეტა), კანტე (65. ჟორჟინიო), კოვაჩიჩი, ალონსო – ზიეში (43. პულიშიჩი), ვერნერი (65. მაუნტი), ჰავერტცი

ვილიარეალი: ასენხო – ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა (58. ესტუპინიანი) – ტრიგეროსი (70. მოი გომესი), კაპუე (70. გასპარი), ალბერტო მორენო – პინო (91. მანდი), ჟერარდ მორენო (85. მანუ), დია (86. რაბა)

This image has an empty alt attribute; its file name is 231438032_5046180048761750_2400930328913269011_n-1024x1024.jpg

ტომას ტუხელი
“მეკარის შეცვლა სპონტანურად არ მომხდარა. კლუბში მოსვლისთანავე მეკარეებს ველაპარაკეთ. ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული. სტატისტიკაც განვიხილეთ და ვიცოდით, რომ კეპა პენალტების მოგერიების დროს უკეთესია. მეკარეებმა ეს ფაქტი წინასწარ იცოდნენ. მიხარია, რომ მენდი ამ ფაქტს კარგად ხვდება.
მატჩი ძალიან რთული იყო. ჩვენ პირველი 30 წუთი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. გოლის შემდეგ ტემპი დავკარგეთ და მათ დამსახურებულად გაათანაბრეს, თუმცა 120-ე წუთამდე ჩვენ უფრო მეტი ვიშრომეთ და შეხვედრა დამსახურებულად მოვიგეთ”.

უნაი ემერი
“ფეხბურთელებს მადლობა. მათ ყველაფერი გაიღეს ამ მატჩში წარმატების მისაღწევად და გულშემატკივარს კარგი საფეხბურთო საღამო შესთავაზეს. სამწუხაროდ, იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და ლა ლიგისკენ გადავერთოთ”.

1998 წლის შემდეგ, “ჩელსიმ” უეფას სუპერთასი პირველად მოიგო;

ბოლო ცხრა შემთხვევიდან რვაში სუპერთასი ჩემპიონთა ლიგის მფლობელს დარჩა;

ინგლისურ კლუბებს სუპერთასი 9-ჯერ აქვთ მოგებული და ამ მაჩვენებლით იტალიელებს გაუთანაბრდნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენო პეტრიაშვილი: მადლობა ყველას-საქართველოსგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი

ბასილამ მე-18 ჩოგანს 57 წუთში მოუგო