„სიტი“ პირველად დამარცხდა 2020 წლის ნოემბრის (0:2 „ტოტენჰემთან“) შემდეგ და შეწყვიტა 28-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირის ჩათვლით.
სულშერმა „მანჩესტერთან“ ერთად ყველა, სამივე მატჩი მოუგო „სიტის“ სტუმრად. ეს კლუბის რეკორდია.
სულშერი ერთადერთია, ვინც გვარდიოლას უფრო ხშირად უგებს, ვიდრე აგებს. საუბარია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც პეპს 4+ მატჩში მაინც შეხვდნენ.
„მანჩესტერმა“ ამ სეზონში პირველად მოუგო „დიდი ექვსეულის“ გუნდს პრემიერლიგაში. აქამდე 2 წაგება და 5 ფრე იყო.
„მანჩესტერი“ 22 მატჩია არ აგებს გასვლით მატჩს პრემიერლიგაში. „არსენალის“ რეკორდამდე 5 თამაში რჩება.
The End: მოგება – დამთავრდა, წაუგებელი თამაში – დამთავრდა: სიტი მანჩესტერმა გააჩერა
ბოლო 11 შეხვედრაში „არსენალმა“ მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონატის ზედიზედ 8 მატჩი ვერ მოიგო „ენფილდზე“ პირველად 1952 წლის შემდეგ.
იურგენ კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში პირველად წააგო ჩემპიონშიფიდან აღზევებულ გუნდთან.
2010 წლის შემდეგ „ფულჰემი“ პირველი ახალაღზევებული გუნდია, რომელმაც „ლივერპულს“ სტუმრად მოუგო. მაშინ ეს როი ჰოჯსონის „ბლექბერნმა“ გააკეთა.
„ლივერპული“ პირველი გუნდია „ჰადერსფილდის“ (2019, 7 მატჩი) შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგის ზედიზედ 6 საშინაო მატჩი წააგო.
„ლივერპულის“ ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხი პირველი შემთხვევაა ამ გუნდისთვის 1953/54 წლების სეზონის (მაშინაც – 6) შემდეგ, როცა ინგლისის მთავარ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა.
ლივერპულის ფანებმა სტადიონის თავზე ბანერი აფრინეს და გუნდს მხარი დაუჭირეს
ჰარი კეინმა და სონმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარეს, მათ ერთ სეზონში 14-ჯერ გაუწიეს ერთმანეთს ასისტენტობა.
ბეილის აქტივში ბოლო 6 მატჩში 9 (6+3) ქულაა. მან „კრისტალ პალასთან“ დუბლი შეასრულა.
პრემიერლიგა – 27-ე ტური
შაბათი, 6 მარტი
ბარნლი – არსენალი 1:1
შეფილდი – საუთჰემპტონი 0:2
ასტონ ვილა – ვულვერჰემპტონი 0:0
ბრაიტონი- ლესტერი 1:2
კვირა, 7 მარტი
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი 0:0
ლივერპული – ფულჰემი 0:1
სიტი – მანჩესტერი 0:2
ტოტენჰემი – კრისტალ პალასი 4:1
ორშაბათი, 8 მარტი
ჩელსი – ევერტონი
ვესტ ჰემი – ლიდსი
GIPHY App Key not set. Please check settings