აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია თბილისის დროით დღეს საღამოსაა, განაცხადა, რომ აპირებს „კაცები ქალთა სპორტს აარიდოს“.
ამის შესახებ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერების წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა.
„მამაკაცები ქალთა სპორტისგან თავს შორს დაიჭერენ “, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ტრამპი მანამდეც ხშირად გამოდიოდა ქალთა შეჯიბრებებში ტრანსგენდერების მონაწილეობის წინააღმდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings