in

კაშია წლის სიმბოლურ ნაკრებშია

სლოვაკეთის ჩემპიონი ქართველების „სლოვანი“ გახდა, რომლის რიგებში მთელი სეზონი მშვენივრად თამაშობდნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და „გენტიდან“ ნათხოვარი გიორგი ჩაკვეტაძე. სლოვაკეთის კლუბების ასოციაციამ წელი შეაჯამა, საუკეთესოები დააჯილდოვა და სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა. რა გასაკვირია, რომ ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები მოხვდებოდნენ (6 მოთამაშე), ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მათ შორისაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაც.

„სლოვანის“ ქართველმა მცველმა 18 ხმა მიიღო, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ჩემპიონატის საუკეთესო ვლადიმირ ვაისი-უმცროსი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი.

„სლოვანმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ჩემპიონის ტიტული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ვის აინტერესებს მამარდა

ბორდო დავითაშვილს გამოისყიდის