in

კაშია შეიძლება ვიტესში დაბრუნდეს

2015-09-20 16:54:56 ARNHEM, Vitesse - de Graafschap, voetbal, Eredivisie seizoen 2015-2016, 20-09-2015, Stadion de Gelredome, Vitesse speler Guram Kashia heeft de 1-0 gescoord en salueert naar de veteranen op de tribune.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია შესაძლოა არნემის „ვიტესში“ დაბრუნდეს. ქართელი მცველი ამ ნიდერლანდური გუნდის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა. დაბრუნება კი მომავალ ზაფხულს მოხდება.

„კაშიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ვიტესის“ სიმბოლო. ის არნემის გუნდში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. ახლა ბრატისლავის „სლოვანშია“. თუმცა მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მომავალ ზაფხულში, შესაძლოა, „ვიტესში“ დაბრუნდეს“, – წერს Footballtransfers.

38 წლის ფეხბურთელი გაისად თავისუფალი აგენტი გახდება.
კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა, 293 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. ბოლოს „ვიტესის“ კაპიტანიც გახდა.

ამჟამად კი „ვიტესს” საუკეთესო დროება არ უდგას. იყო გუნდის საერთოდ დაშლის საშიშროებაც, რასაც გურამიც გამოეხმაურა. „არავის უნდა, რომ “ვიტესი”, ეს უძველესი კლუბი, ერთი ხელის მოსმით გაქრეს. ეს დაუშვებელია”, – თქვა ადრე ქართველმა ფეხბურთელმა.
არნემული კლუბი ისევ დაუშვეს პროფესიულ ფეხბურთში და იმედი აქვთ, რომ მომავალი წლისთვის გუნდში ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილიარეალმა მიქაუტაძე წარადგინა: ესპანეთში თამაში სულ მინდოდა და მზად ვარ – ვის ამსგავსებენ ქართველ თავდამსხმელს

იამალმა დედას სახლი უყიდა: ისეთ ბინაში გავიზარდე, სადაც სამზარეულო და საძინებელი ერთად იყო