in

კაშია საუკეთესოა: გოლი და მოგება – როგორ ითამაშეს ჩვენება ევროტურნირებზე

კონფერენს ლიგის მე-4 ტურში გურამ კაშია საუკეთესო იყო ბრატისლავის „სლოვანში“, რომელმაც შინ ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა – 2:1.
ქართველი მცველი გამოჩეული იყო. გუნდი ორჯერ აშკარა გოლს გადაარჩინა, ხოლო 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა: მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და ბურთი კარში გადაგზავნა.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore – 8.5, sofascore – 8.3.

სლოვანი – რაიო ვალეკანო 2:1
გოლები: 0:1 პერესი (24), 1:1 კაშია (49), 2:1 იარიჯანგი (52)

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა:
„საოცარი მატჩი იყო და შესანიშნავი დღე ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ძალიან გავახარეთ.
მიხარია, რომ გოლი გავიტანე და გუნდს დავეხმარე. ეს საუკეთესო გრძნობაა, რაც კი შეიძლება ფეხბურთში განიცადო“.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ გერმანულ „მაინცს“ აჯობა – 1:0. ქართველი ნახევარმცველი სულ ბოლოს, 90+4 წუთზე გავიდა მოედნიდან.
უნივერსიტატეა – მაინცი 1:0
გოლი: ალ ჰამლავი (67, პენ)

პოზნანში გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ „ლეხს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:2. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
ლეხი – ლოზანა 2:0
გოლები: 1:0 ისმაჰილი (67), 2:0 აგნერო (90+5)

ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ სტუმრად „შემროკ როვერსს“ 2:1 მოუგო. ქართველმა მცველმა 75-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 7.2, sofascore – 6.8.
შემროკ როვერსი – შახტარი 1:2
გოლები: 0:1 ელიასი (23), 0:2 ნაზარინა (77), 1:2 მელი (87)

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ შინ ნორვეგიულ „ბრანს“ ფრედ ეთამაშა – 1:1. ქართველი მეკარე განაცხადში არ ყოფილა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ ევროპა ლიგაზე ულამაზესი გოლი გაიტანა

ჩაკვეტაძე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი დაბრუნება ძალიან მიხარია