in

კაშია ისევ ჩემპიონი გახდა, წიტაიშვილი პლე-ოფში დარჩა, ხვიჩა არ ათამაშეს – ლეგიონერები

გურამ კაშია „სლოვანთან” ერთად ზედიზედ მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს საჩემპიონო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია წინა ტურში გაძევების გამო. „სლოვანმა“ 4:3 მოუგო ალექსანდრე ნარიმანიძის (სრულად ითამაშა) „ჟილინას“.

ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „მალაგას“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:1, თუმცა პლეი ოფის ზონაში დარჩა. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო: შეფასებები: sofascore – 7.0, flashscore – 6.7.
აქამდე 4-მატჩიანი წაუგებელი „გრანადა“ ამ მომენტისთვის 59 ქულით მე-6 ადგილზეა და 13 მაისს „ეიბარს“ უმასპინძლებს.

უკრაინის პირველობაზე ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. ლუკა ლაცაბიძისა და გიორგი რობაქიძის ოდესის „ჩორნომორეცმა“ ირაკლი აზაროვის „შახტარს“ უმასპინძლა და წააგო – 0:3. ლაცაბიძემ და აზაროვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და შესვენებაზე შეცვალეს.

ჩემპიონშიფის ბოლო, 46-ე ტურში „უოტფორდი“ ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე შინ „შეფილდ უენსდეის“ ფრედ ეთამაშა – 1:1. „უოტფორდმა“ 57 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. პარიზელები სტუმრად მოტივირებულ და ოთხეულში მოხვედრის მსურველ „სტრასბურგთან“ დამარცხდნენ – 1:2. ლუის ენრიკემ, როგორც მოსალოდნელი იყო, გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და თადარიგში მყოფი კვარაცხელია ცოტა ხნითაც არ შეუშვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ორი გაუტანეს, მაგრამ ბოლოს გუნდი გადაარჩინა და ვალენსიამ ისევ მოიგო