ჩემპიონთა ლიგაზე ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0.
პირველ ტურში უკრაინული გუნდი „ბოლონიას“ იტალიაში ესტუმრა და მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ გეორგი სუდაკოვმა პენალტი ვერ გამოიყენა. აზაროვი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.
გურამ კაშიას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე დებიუტი ჰქონდა. 37 წლის ასაკში კარიერაში პირველად ითამაშა. სადებიუტო თამაში სტუმრად „სელტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარა და „სლოვანმა“ 1:5 წააგო.
გურამმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სამწუხაროდ არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომლის „შახტარმა“ სტუმრად „ბოლონიასთან“ 0:0 ითამაშა.
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილი ითამაშებს. გრაცის „შტურმი“ საფრანგეთში „ბრესტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings