საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე კარგი მატჩი ჩაატარა „მილანთან“, თუმცა მისი „სლოვანი“ დაძაბულ ბრძოლაში მაინც დამარცხდა იტალიურ გრანდთან – 2:3.
გურამ კაშია ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
ქართველმა და “სლოვანმა” „როსონერის“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მილანური გუნდი აშკარად ბევრად მაღალი დონისაა.
კაშიას შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.7.
ხუთი ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის „სლოვანს“ ჯერ ქულა არ აუღია.
GIPHY App Key not set. Please check settings