in

კაშიამ ისევ გაიტანა, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, ტაბატაძე შეცვლაზე შევიდნენ – ლეგიონერები

გურამ კაშიამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, მისმა „სლოვანმა“ კი ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვცეს“ 3:2 მოუგო. ქართველმა მცველმა 68-ე წუთზე ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გაათანაბრა, მისი თამაში მაღალი, 8.1 ქულით შეაფასეს.
“სლოვანი” 36 ქულით პირველ ადგილზეა.

ბუნდესლიგის მე-12 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ქართველი მცველი 67-ე წუთზე შევიდა.

ჰამბურგი – შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 გლატცელი (17), 1:1 უნდავი (54), 2:1 ვიეირა (90+4)
გაძევება: რესინგ – ლელესიიტი (81, ჰამბურგი)

„ჰამბურგი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ჩაატარებს, თასის მერვედფინალში „ჰოლშტეინს“ უმასპინძლებს.

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ შინ „ეშტრელა“ დაამარცხა – 4:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
„სპორტინგი“ 31 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩება და 6 დეკემბერს „ბენფიკას“ ესტუმრება.

ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში იური ტაბატაძის „კადისმა“ სტუმრად „კორდობას“ მოუგო – 2:1. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ამ მოგებით „კადისი“ მე-6 ადგილზე გადავიდა.

პრემიერლიგის მე-13 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ სტუმრად „ვესტ ჰემი“ დაამარცხა – 2:0 და ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.
„ლივერპული“ 21 ქულით მე-8 ადგილზეა და 4 დეკემბერს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა, ვილიარეალმა დრამა მოიგო

კვარაცხელია მოლოდინს ვერ ამართლებს… რას წერენ ხვიჩაზე