ევროტურნირებზე ქართველების სამმა გუნდმა ითამაშა. საინტერესოა, რომ ორი მათგანი ერთმანეთს შეხვდა. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანმა” შინ ნიქოზიის აპოელ 2:0 დაამარცხა.
„სლოვანში“ გურამ კაშიამ და სტუმართა რიგებში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში 6.3-ით შეაფასეს, ხოლო დვალს მხოლოდ 5.8 დაუწერეს.
გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩი ითამაშა “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში. ჩვენიანი ძირითადში არ ყოფილა, მაგრმ უკვე მე-10 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. მისი შეფასება 6.5-ია. დანიურმა გუნდმა კი კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:0მოუგო ჩეხურ “ბანიკს”.
საინტერესო ამხანაგური მატჩი შედგა “შტურმსა” და პსჟ-ს შორის (2:2). ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.
პარიზელები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა „შტურმმა“ პირველ ტაიმშივე გაათანაბრა. ეს კი ქართველის დამსახურებაა: კიტემ საჯარიმოს გარედან შორეულ დაბალ კუთხეში უზუსტესად დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა.
კიტე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
GIPHY App Key not set. Please check settings