„სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის ჩემპიონს, „ცელიეს“ უმასპინძლა, 5:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველი შეხვედრა ლუბლიანაში 1:1 დასრულდა.
საინტერესოა, რომ „სლოვანი“ მესამე საკვალიფიკაციო წრეში ლაშა დვალის აპოელ-ს შეხვდება. მატჩები 6 აგვისტოს (ბრატისლავაში) და 13 აგვისტოს გაიმართება.
ლაშა დვალის აპოელ-მა კი მოლდოვის ჩემპიონ „პეტროკუბთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და რადგან შინ 1:0 ჰქონდა მოგებული, გავიდა კიდეც.
დვალმა პირველი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ახლა უკვე შეუცვლელად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings