„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე მესამე მატჩი ითამაშა. ქართული ფრანჩაიზი სტუმრად 6:28 დამარცხდა ფრანგულ „კასტრ ოლიმპიკთან“. პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ 3:7-ს ვაგებდით. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ უფრო ჩამოვრჩით, შეტევაში თამაში კი არ წაგვივიდა. ლუკა მატკავამ ორი ჯარიმა გაიტანა და ეგ იყო.
მეორე ტაიმში „კასტრი“ უფრო აქტიურად გადავიდა შეტევაზე, „შავმა ლომმა“ კი შეცდომებს მოუმატა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო დადეს და გარდასახეს.
მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ თბილისში, 20 იანვარს, 17:00 საათზე, „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთი ფრანგული კლუბის, „კლერმონის“ წინააღმდეგ ითამაშეს.
ეს ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშია. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ჯგუფიდან გასვლაზე ვითამაშებთ!
შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ სადებიუტო მატჩში თბილისში ინგლისურ „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა, მეორე ტურში კი სტუმრად შოტლანდიაში „სკარლეტსს“ 23:7 მოუგო.
ამ მომენტისთვის „შავი ლომი“ ერთი მოგებითა და ორი წაგებით ჯგუფში მე-5 ადგილზეა.
კასტრი – შავი ლომი 28:6
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
აღსანიშნავია, ქართველების ქომაგობაც. სტადიონზე ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი იმყოფებოდა, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ამხნევებდნენ გუნდს.
GIPHY App Key not set. Please check settings