მადრიდის „რეალისა“ და ზოგადად ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული გოლკიპერი იკერ კასილიასი ლამაზ ცოლს დაშორდა. ამის შესახებ ფეხბურთელის აწ უკვე ყოფილმა მეორე ნახევარმა სარა კარბონერომ თავად აცნობა.
„იკერიც და მეც ვამაყობთ ჩვენი ოჯახით, სიყვარული აღავსებდა ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას მთელი ამ წლების განმავლობაში.
დღეს ჩვენი გზები იყოფა, თუმცა არც ისე, რადგან ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ საოცარი ამოცანის შესრულებას – დავრჩეთ ერთგულ მშობლებად, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთობლივად მივიღეთ.
პატივისცემა, მიჩვევა და მეგობრობა სამუდამოდ დარჩება. ჩვენს პრიორიტეტად რჩება ჩვენი შვილების კეთილდღეობასა და განათლებაზე ერთობლივი ზრუნვა, რათა ისინი გაიზარდონ სტაბილურ და ჯანმრთელ გარემოში.
გთხოვთ ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვას. ეს ერთადერთი საჯარო პუბლიკაციაა. მადლობას გიხდით გაგებისთვის“, – დაწერა სარამ ინსტაგრამზე.
კასილიასისა და კარბონეროს ქორწილი 2016 წელს შედგა, მანამდე ისინი 7 წელი ხვდებოდნენ. წყვილი ორ ვაჟს ზრდის.
GIPHY App Key not set. Please check settings