in

კარლსრუეს ბუდუზე შვიდციფრიანი წინადადება აქვს, რომელზეც უარს ვერ იტყვის

როგორც გერმანული Ka-news.de წერს, სრულიად რეალურია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბუდუ ზივზივაძემ “კარლსრუე” დატოვოს. საიტი თითქოს სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე ბუნდესლიგის კლუბს ქართველ ფორვარდზე აქვს სოლიდური წინადადება.

“ლაპარაკია შვიდციფრიან შეთავაზებაზე, რომელზეც “კარლსრუე” უარს ვერ იტყვის, – წერს Ka-news.de, – გადაწყვეტილია, რომ “შტუტგარტიდან” იჯარით მოდის ფორვარდი ლუკა პფაიფერი. “კარლსრუეში” კიდევ სამი ანალოგიური პროფილის ფორვარდია – ზივზივაძე, ჰუნციკერი და მორენო.

ჰუნციკერის წასვლა გამორიცხულია – ის ცოტა ხნის წინ იჯარით მოვიდა “ბაზელიდან” და “ელვერსბერგთან” მე-3 ტურში გოლიც გაიტანა. მორენოს წასვლაც არარეალურია. რჩება ზივზივაძე”.

თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ კლუბზეა ლაპარაკი. ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია და მის მიმართ ინტერესი გასაკვირი არ არის. შეგახსენებთ, რომ მე-2 ბუნდელიგის 3 ტურში ქართველი ფორვარდის მონაგარი 3 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი დღეს ლივერპულის ფეხბურთელი გახდება: სამედიცინო შემოწმება და ეგაა..

გაიარა: მამარდამ ლივერპულისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა – წითლები უყურებენ, რომ გიორგიმ გმირობა გააგრძელოს