Maligue2-მა საინტერესო სტატისტიკა დააჯამა, მით უმეტეს საინტერესო გამოდგა ჩვენთვის, რადგან ის პირდაპირ ეხება გიორგი მიქაუტაძეს.
ქართველი ლიგა 2-ში ყველაზე აგრესიული თავდამსხმელი გამოდის. „მეცის“ 22 წლის შემტევს კარში და კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაურტყამს.
შეგახსენებთ, მიქაუტაძემ 20 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
რაც შეეხება Maligue2-ის სტატისტიკას, აგერ იხილეთ, თუ რამდენად აწუხებსაქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთში მეტოქეებს.
5 საუკეთესო ფეხბურთელი კარისკენ დარტყმების მიხედვით:
- მიქაუტაძე („მეცი“) – 91 დარტყმა
- ვაისბეკი („სოშო“) – 86 დარტყმა
- სისოკო („სოშო“) – 83 დარტყმა
- მენდი („კანი“) – 80 დარტყმა
- ბიჰანი („დიჟონი“) – 73 დარტყმა
5 საუკეთესო ფეხბურთელი კარში დარტყმების მიხედვით:
- მიქაუტაძე (“მეცი“) – 34 დარტყმა
- მაჯა („ბორდო“) – 33 დარტყმა
- კრასო („სენტ ეტიენი“) – 32 დარტყმა
- ბუტობა („ნიორი“) – 32 დარტყმა
- გილავოგი („პარიზი“) – 31 დარტყმა
GIPHY App Key not set. Please check settings