გიორგი გულიაშვილმა გამოცემა „ფაქტორთან“ კომენტარი გააკეთა ბოსნია-ჰერცეგოვინის თასის საპასუხო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველი თავდამსხმელის გუნდი გასვლაზე „ზრინსკისთან“ 13 მარტს გამართავს.
პირველი შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართა. გულიაშვილის გოლით „სარაევომ“ თამაში გადაარჩინა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. 23 წლის ლეგიონერი (რომელსაც გამოცემა ბრწყინვალე ქართველად მოიხსენიებს) იმედოვნებს, რომ „სარაევოს“ ბოსნიის ჩემპიონატის ლიდერის დამარცხება შეუძლია. გიორგი ამჟამად ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია და ამის შესახებაც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, „ზრინსკის“ განმეორებით მატჩში მცირე უპირატესობა გააჩნია. მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა. დარწმუნებული ვარ, თამაში წინაზე უფრო რთული იქნება, რადგან სტუმრად ვთამაშობთ, მაგრამ მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.
ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და ასეც უნდა გავაგრძელო. ყოველი შემდეგი თამაში ჩემთვის შესაძლებლობაა, რომ გულშემატკივრებს კარგი განწყობა შევუქმნა. ყოველთვის ვცდილობ, მომავალ თამაშზე გავამახვილო ყურადღება და „სარაევოს“ წარმატებაში დავეხმარო. ვნახოთ, სეზონი როგორ დასრულდება“, – ამბობს გულიაშვილი.
მიმდინარე სეზონში ქართველმა „სარაევოს“ შემადგენლობაში სამ ტურნირში 26 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. მას ასევე 4 საგოლე გადაცემა აქვს.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings