როდის დაბრუნდება მწყობრში ხვიჩა კვარაცხელია? – ეს კითხვა ჯერჯერობით ისევ აღელვებთ ფეხბურთის გულშემატკივრებს. თავდაპირველად ითქვა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევისთვის ეს წელი დასრულებული იყო და მოედანზე მხოლოდ 4 (“ფიორენტინასთან”) ან მაქსიმუმ 12 იანვარს (“ვერონასთან”) გამოჩნდებოდა…
მაგრამ ახალი ინფორმაცია გაცილებით საიმედოა – ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ემზადება “ჯენოასთან” შაბათის მატჩისთვის, თუმცა მცირეა იმის ალბათობა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. რაც შეეხება “ვენეციასთან” 29 დეკემბერს გასამართ საშინაო შეხვედრას, აქ კი ნამდვილად უნდა ველოდოთ კვარაცხელიას დაბრუნებას.
არ გამოვრიცხავთ, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში დარჩეს თუნდაც “ვენეციასთან” მატჩში, თუმცა დარწმუნებულები ვართ, უკვე მომდევნო მატჩებში ეს საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings