in

კარგით რა, გეყოფათ: ეს რა გახატია გოგო – არგენტინელ გოგოს რონალდოს ტატუსთვის გადაუარეს, თან მარადონაც იქვეა

სოცქსელში პოპულარობა მოიპოვა ფოტომ, რომელიც არგენტინელ ქალ ფეხბურთელ იამილ როდრიგესს ეკუთვნის. მის ერთ-ერთ ფეხზე კრიშტიანო რონალდოს ტატუა გამოსახული. ამავე ფეხზეა თვით დიეგო მარადონას ტატუც.

როდრიგესს ამის გამო კრიტიკა დაატეხეს სოცქსელში და მასაც განცხადების გაკეთება მოუწია:

„კარგი რა, გეყოფათ. არ მსიამოვნებს. როდის მითქვამს, რომ მესის წინააღმდეგი ვარ? გეყოფათ იმის ლაპარაკი, რაც არ მითქვამს, ახლა მართლა რთული პერიოდი მაქვს.
არ შეიძლება ადამიანს კუმირი ჰყავდეს ან მოთამაშე, რომელიც მოსწონს?

მესი ჩვენი დიდი კაპიტანია, ხოლო ის, რომ ვამბობ, რომ ჩემი შთაგონება და კუმირი კრიშტიანოა, იმას არ ნიშნავს, რომ მესი მეზიზღება.

არ ვართ ვალდებულები, რომ მარტო ჩვენი ქვეყნის სპორსტმენები გვიყვარდეს.

გაიგეთ, რომ ერთის გამორჩევა არ ნიშნავს მეორეს დასამარებას. გეყოფათ, დავიღალე, ეს ტკივილს მაყენებს“, – დაწერა არეგენტინის ნაკრებისა და „პალმეირასის“ თავდამსხმელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკის დაპყრობა: მესის მორიგი შოუ – ლეომ 100 კლუბს გაუტანა

რა შეუძლია გააკეთოს მბაპემ 700 მილიონად: 20 ტონა ოქრო, 14 გაფრენა კოსმოსში, 46 რონალდო და სხვა