ლიდერები ისევ იგებენ და თუ ამ ლიდერებში პირველი ორი გუნდი ნაცნობი და ლოგიკურია, მესამე ადგილზე “ფრაიბურგი” წამოსკუპებულა, რომელსაც ჯერ არ წაუგია. ერთ დროს ქართული გუნდი “ბაიერნს” 3, ხოლო დორტმუნდელებს 2 ქულით ჩამორჩება და იმითაც გამოირჩევა, რომ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 7 გოლი აქვს გაშვებული. შედარებისთვის, დორტმუნდელებს 15, ანუ ორჯერ მეტი. ესეც ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს. დაუმარცხებელ “ფრაიბურგს” ნამდვილი გამოცდა მომდევნო ტურში ელის, როდესაც მიუნხენში ჩავა და თვით “ბაიერნს” დაეტოლება.
მანამდე კი ხასიათი გამოისწორა მწვრთნელგაშვებულმა “ვოლფსბურგმა”, რომელმაც გაუთავებელი წაგებების შემდეგ სტუმრად ლევერკუზენში მოიგო. თავის მხრივ “ბაიერი” რაღაც აირია, სამი თამაშია ვერ იგებს და ჯერ კი არის მე-4-ზე, მაგრამ მდევრები წამოეწივნენ და თავად კი წინ მყოფებს ჩამორჩება.
ცხრილის შუაში კი სიმჭიდროვეა, როგორც ეს გერმანიას ახასიათებს, მაგალითად, მე-9 ადგილოსანს (“ჰოფენჰაიმი”) სულ რაღაც 3 ქულა აშორებს საჩემპიონთა ლიგო მე-4 ადგილამდე.
დიდი ხანია აღარ აგებს “ლაიპციგი”, რომელმაც გამარჯვება 94-ე წუთზე დაკარგა ფრანკურტში, აუტსაიდერებში მყოფ “აინტრახტთან”.
მომდევნო ტურში კიდევ ერთი კარგი დაპირისპირებაა: ფორმააკრეფილი “ლაიპციგი” არანაკლებ ფორმაში მყოფ დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს.
ამასობაში კი ლევანდოვსკის 19 გოლი დაუგროვდა სეზონის 15 მატჩში. პოლონელი “ბაიერნს” დუბლით შეეწია “უნიონის” 5:2 დამარცხებაში.
ბუნდესლიგა – X ტური
ჰოფენჰაიმი – ჰერტა 2:0
უნიონი – ბაიერნი 2:5
ფრაიბურგი – ფიურტი 3:1
დორტმუნდი – კიოლნი 2:0
ლევერკუზენი – ვოლფსბურგი 0:2
არმინია – მაინცი 1:2
აინტრახტი – ლაიპციგი 1:1
აუგსბურგი – შტუტგარტი 4:1
გლადბახი – ბოხუმი 2:1
GIPHY App Key not set. Please check settings