in ,

კაპიტანს კაპიტანი შეცვლის: დინამოს ცხადაძე გაწვრთნის

თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იქნება.

Sport4me.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი ნემსაძეს შეცვლის, რომელიც თბილისური კლუბში სპორტულ დირექტორის თანამდებობაზე გადადის.

კახა ცხადაძე “დინამოს” მწვრთნელი 2005 წელს უკვე იყო. ასევე უმუშავია თბილისის “ლოკომოტივსა” და ბოლნისის “სიონში”, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახადა. 2008 წელს, ცხადაძემ ბაქოს “სტანდარტი” ჩაიბარა, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კიდევ ერთ აზერბაიჯანულ კლუბს, ბაქოს “ინტერს”.

საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის შემდეგ, კახა ცხადაძემ ყაზახური “ქაირათი” ჩაიბარა, მოგვიანებით კი “ორდაბასის” მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბეილი იტანს და ფეხბურთიდან მიდის, რონალდო ზაფხულში დაილაპარაკებს, მბაპე აიცრა – ამბები მოკლედ

98-წლიანი ლოდინის დასასრული და ისტორიული გამარჯვება: ნერვების ომი და ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია