in

კაკაბაძის გოლი და ქოჩორაშვილის მაღალი შეფასება – ლეგიონერები

პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” შინ ერთ-ერთი ლიდერი ზაბჟეს “გურნიკი” გაანადგურა – 5:0.
მესამე გოლი ქართველმა მცველმა მიითვალა: 53-ე წუთზე ის შეტევაში ჩაერთო, ისარგებლა მეტოქე ფეხბურთელის შეცდომით და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
ეს კაკაბაძის მეორე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. ოთარმა Flashscore.com-ისგან საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 8.2.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.
31 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 36 ქულა დააგროვა და სამი ტურით ადრე აუტსაიდერთა ზონას 5 ქულით დაშორდა.

ზურიკოს მეშვიდე გოლი და თანაც ლამაზი: ბორდომ მოიგო

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „რუხთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, რომელშიც პოზნანელები 1:2 დამარცხდნენ. კვეკვესკირი 69-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.4.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლეხი“ 52 ქულით მ-2 ადგილზეა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ში სტუმრად „ვილიარეალი B“ 3:0 დაამარცხა და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე შევიდა.
გიორგიმ ორივე გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) შეფასება მიიღო გოლის ავტორ ალექს მუნიოსის შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს მეშვიდე გოლი და თანაც ლამაზი: ბორდომ მოიგო

იქ ვდგავარ და ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა: როგორ გამოეხმაურა კალაძე კვარაცხელიას პოსტს