in

კავკასიური დერბი საინტერესო უნდა გამოვიდეს: სანიოლისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ სად მივდივართ – ეს გრძელი და ამაღელვებელი გზაა

ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
მარტის პლეი-ოფის მატჩებში საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ირძოლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე სომხეთის ნაკრები იქნება.

საქართველო – სომხეთის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება. პირველ შეხვედრას სომხეთი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი საქართველოში გაიმართება.

ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.

ვილი სანიოლი:

„ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ”.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგაში პირველად წელს იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს სომხეთი შეხვდა: ერთა ლიგაზე ძველ დაპირისპირებას გავიხსენებთ

მთელი სომხეთი ნახევარი კვარაცხელიაა: რევანში გვინდა – სომხები რაულს ელაპარაკებიან