მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც იცით, მოსკოვის “დინამოს” მცველმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა..
“ბიჭი ორ მხარესაა – საქართველოსა და რუსეთს შორის… მისი გამზრდელი დედა ქართველია. შესაძლოა, დედამისის მხრიდანაც იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ საბას საქართველო აერჩია…
რატომ? – რუსეთის ნაკრები დიდ ტურნირებზე კიდევ დიდხანს იქნება მოკვეთილი, ქართველებს კი მსგავსი პრობლემა არ აქვთ”, – ამბობს კავაზაშვილი.
არ ვიცი, ამას ზეწოლა რატომ უნდა ეწოდოს. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს სიტყვა ქმნის აღქმის პრობლემას, თორემ დანარჩენი ლოგიკასთან ახლოსაა.
GIPHY App Key not set. Please check settings