in

კავაზაშვილი: კვარაცხელიას ნეაპოლში აღმერთებენ

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა “ნაპოლის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა და იტალიაში მისი პროფესიული ზრდის მიზეზი დაასახელა.

“შეხედეთ კვარაცხელიას. ის მშვენიერ იტალიურ კლუბში თამაშობს. და მერე როგორ თამაშობს? შესანიშნავად! რატომ? იმიტომ, რომ დიდებული პარტნიორები ჰყავს. ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად ეხმარებიან, მის ჩინებულ ტექნიკურ უნარებს იყენებენ, რომელიც მოედანზე ვითარებას ხედავს.

მას თავისი ოსტატობის დამტკიცების საშუალებას აძლევენ. პირველივე მატჩიდან რატომ გახდა პუბლიკის საყვარელი მოთამაშე? მარადონას სახელობის სტადიონზე დღეს ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. მხოლოდ დროგამოშვებით ჩანდა ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მაღალი დონისად არავინ არ მოიხსენიებდა, ხოლო იტალიაში მაღალი კლასისა გახდა”, – ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოჰეი ონომ კარიერა დაასრულა

“ნაპოლიმ” პოლონეთის ნაკრების მცველთან კონტრაქტი შეათანხმა