in ,

იცოდა რასაც აკეთებდა… რას ამბობენ ზურიკოზე

ზურიკო დავითაშვილის წარმატებულ დებიუტს „ბორდოში“ შესაბამისი გამოხმაურებაც მოყვა. შეგახსენებთ, ქართველმა შემტევმა ახალ გუნდის შემადგენლობაში 87-ე წუთზე გადამწყვეტი ლამაზი გოლი გაიტანა და „ბორდოს“ „დიჟონთან“ 2:1 მოაგებინა.

ზურიკოს გამარჯვების დებიუტი: ბორდოს დავითაშვილმა მოაგებინა

მატჩის შემდეგ ქართველ ახალწვეულზე „ბორდოს“ მწვრთნელმა დავიდ გიონმა ისაუბრა:

„მას აქვს გამოცდილება, რამდენიმე სეზონი მაღალ დონეზე ითამაშა. დავითაშვილი ეროვნული ნაკრების წევრია და საერთაშორისო შეხვედრებშიც თამაშობს.
მან ხასიათი გამოავლინა. მატჩის დასაწყისშივე კარგი მომენტი ჰქონდა, ვერ გაიტანა, მაგრამ არ დანებდა.
ვფიქრობ, მატჩის ბოლოსკენ ცოტა დაიღალა, მაგრამ საგოლე დარტყმისას ფეხი არ აუკანკალდა. იცოდა რასაც აკეთებდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
დავითაშვილი მეტ ეფექტურობასა და სიზუსტეს შეგვმატებს“.

მწვრთნელის ქების გარდა, დავითაშვილი პრესამაც გამოარჩია. ბევრმა ფრანგულმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი დაასახელა.

webgirondins
დავითაშვილის პირველი წარმატება „ბორდოში“. მას ორი შანსი ჰქონდა, რომელიც პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა. თუმცა თავი არ დაუკარგავს და მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმით „ბორდოს“ მეორე გოლი გაიტანა. ასევე გასათვალისწინებელია მისი დისციპლინა მთელი მატჩის განმავლობაში“.

girondins4ever
„ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში არ ასახავს მატჩის შინაარსს, მაგრამ 3 ქულაა მნიშვნელოვანია. გუნდის ახალწვეულის, ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავმა დარტყმამ შედეგი გამოიღო და „ბორდოს“ ხასიათი დაუბრუნა.

Francebleu
„ჟირონდელების გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. „ბორდოს“ გენიოსის აფეთქება დასჭირდა და ამ თამაშში გარდატეხის შეტანა ახალწვეულმა 87-ე წუთზე შეძლო. არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას, მაგრამ მშვენივრად გამოუვიდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალის სტადიონზე ფედერერი-ნადალი გაიმართება

ჩე კვარა: ხვიჩას კომანდანტე უწოდეს და მისი ჭიქების გამოშვება დაიწყეს