in

იქნება თუ არა კვარა დღეს ძირითადში: რას წერს ფრანგული მედია

9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს და საინტერესოა, როგორ ძირითად შემადგენლობას აირჩევს პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე.

„ეკიპი“ იტყობინება, რომ რადგან მარკინიოსი დისკვალიფიცირებულია, დაცვის ცენტრში ლუკას ბერალდო და ვილიან პაჩო ითამაშებენ. კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა ნახევარმცველმა ლიმ, საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა და განაცხადში შეიყვანენ. მთავარი კითხვა კი ისაა, ესპანელი სპეციალისტი სასტარტოში დეზირე დუეს დააყენებს თუ ხვიჩა კვარაცხელიას. გამოცემა ვარაუდობს, უფრო კი სურვილს გამოთქვამს, რომ რადგან ქართველმა „ანჟესთან“ შეუცვლელად ითამაშა, ლუის ენრიკე უპირატესობას დუეს მიანიჭებს, რომელიც შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე თან იახლა.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა (ეკიპის ვერსია): დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, დემბელე.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ თუ „პარი სენ ჟერმენის“ ტაქტიკა 4-3-3 იქნება, ოთხი შემტევიდან ერთი ცნობილია. უსმან დემბელე ხელშეუხებელია, ხოლო დარჩენილ ორ ადგილზე სამი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას – დუე, კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა. ჟურნალისტი ადრიენ შანტეგრელე წერს, რომ ქართველი ფორმაში შევიდა, დიდი პერსპექტივა გააჩნია, ძირითადში მოხვედრის კარგი შანსი აქვს, თუმცა საფრანგეთის ნაკრების წევრების, დუეს და ბარკოლას ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომლებიც პარიზული გუნდის სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, დუე (ან ბარკოლა), დემბელე.

ერთი სიტყვით, ჯერ არაფერია გარკვეული, თუმცა ცხადია, ლუის ენრიკე „კვარას“ დიდ ნდობას უცხადებს, ის „ანჟესთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა, ალბათ, უფრო იმიტომ არ შეცვალა, რომ „დიუნკერკთან“ სათასო დაპირისპირება ავადმყოფობის გამო გამოტოვა და ესპანელს უნდა ბირმინგემელებთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

ისიც სათქმელია, რომ ფრანგული მედია ამ საკითხში ბუნებრივია გარკვეულწილად სუბიექტურია, სიმპათიები უფრო ადგილობრივი ფეხბურთელების მიმართ გააჩნია და თანაც, რაც არ უნდა იყოს, ხვიჩა პარიზული გუნდის წევრი მხოლოდ სამი თვის წინ გახდა. თუმცა, ეს მეორეხარისხოვანია – მთავარი „კვარას“ დამაჯერებელი ასპარეზობა და მისი ლუის ენრიკეს მიერ სათანადოდ დაფასებაა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა გასაკვირია: მამარდა ტურის სიმბოლურშია

ერთმანეთს ვგავართ: ლუის ენრიკეს მე-100 მატჩი და რთული თამაშის მოლოდინში