in

იუვეს ფეხბურთელები წვეულებაზე ჩავარდნენ: კომენდანტის საათის დროს თავზე პოლიცია დაადგათ

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი პაოლო დიბალა დიდი ალბათობით იტალიის სერია ა-ს მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც “იუვენტუსი” ტურინულ დერბიში “ტორინოს” დაუპირისპირდება.

საქმე ისაა, რომ პაოლო დიბალამ, არტურმა და მაკენმა იტალიაში მოქმედი იზოლაციის წესები და კომენდანტის საათი დაარღვიეს. ფეხბურთელები მაკენის ვილაზე 20-კაციან წვეულებაზე ერთად იმყოფებოდნენ, რაც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი. პოლიციაში ზარი დაახლოებით 23:30 საათზე მეზობლებისგან შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “La gazzeta dello sport” ავრცელებს.

წვეულების თითოეული მონაწილე 400 ევროთი დააჯარიმეს.

დიბალამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა და ბოდიში მოიხადა: “ვიცი, როგორი რთული დროა კოვიდის გამო და ჯობია შეცდომები არ დაუშვა, არ უნდა დავრჩენილიყავი ვახშმად. ეს არ ყოფილა წვეულება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მართალი არ ვიყავი, გთხოვთ მაპატიოთ”.

წყაროში წერია, რომ ამ ფაქტით “ბიანკონერის” ხელმძღვანელებიც შეშფოთებული არიან და ფეხბურთელებს, არა მხოლოდ როგორც ფინანსურ სასჯელს დააკისრებენ, არამედ რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწევთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსაჯი 15 თვით ციხეში ჩასვეს 2 პენალტის გამო

მუნდიალის შესარჩევის პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები