in

იუვენტუსს 10 ქულა მოაკლეს: სად აღმოჩნდა ბებერი ქალბატონი

იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“,ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, 10 ქულა ჩამოაკლო.
სასამართლო სხდომა რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა.
„იუვეს“ 59 ქულა გაუხდა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.
სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 5 ქულა აშორებს.

„იუვენტუსს“ შეუძლია კიდევ ერთი აპელაცია შეიტანოს, მაგრამ საქმის მოგების შანსი ძალიან მცირეა.

სასამართლომ ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავედ მიიჩნია კლუბის მენეჯმენტიც. ერთადერთი, ვინც სანქცია თავიდან აიცილა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედია.

ადრე „იუვენტუსს“ ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს, რის შემდეგაც ახალი მტკიცებულებების გამო გამოძიება განახლდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა პირველივე წააგო და როლან გაროსიდან გავარდა

დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია: კარგი არაფერი გველოდება