in

იტანს ის, ვინც უკეთ არ თამაშობს: თანაბარი თამაში, ერთნაირი გოლები და დარჩენილი ინტრიგა

ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამშები დაიწყო. გაიმართა პირველი ნახევარფინალი, თანაც რა გუნდების. „რეალმა“ თავის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სიტის“ უმასპინძლა. გუნდები ფრეზე შეთანხმდნენ – 1:1.

პირველ ტაიმში „სიტი“ უკეთესი იყო, ბურთის ფლობის მაჩვენებელი 68 პროცენტი ჰქონდა. სტუმრებმა 6-ჯერ დაარტყეს, მასპინძლებმა კი მხოლოდ ერთხელ, ოღნდ ეს ერთი იმ ექვს ჯობდა – ვინისიუსმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში გუნდებმა როლები გაცვალეს. ბურთი „რეალმა“ მოიპოვა (72 პროცენტი), სახიფათოდ შეუტია, მაგრამ გოლი „სიტიმ“ გაიტანა. კევინ დე ბრუინმა ასევე საჯარომის გარედან დარტყმით გაუტანა თანამემამულე კურტუას.

დარჩენილ დროში „რეალს“ არაერთი მომენტი ჰქონდა, „სიტიმ“ კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დე ბრუინი მიიჩნიეს.

განმეორებითი შეხვედრა 17 მაისს გაიმართება.

რეალი – სიტი 1:1
1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (67)

რეალი: კურტუა, კარვახალი, ალაბა, რიუდიგერი, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი (87. ნაჩო ფერნანდესი), კროოსი (84. ჩუამენი), როდრიგო (81. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი.

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, აკანჯი, დე ბრუინი, გიუნდოგანი, როდრი, ბერნარდო სილვა, ჰოლანდი, გრილიში.

„სიტი“ ბოლო 21 მატჩია არ აგებს – 17 მოგება და 4 ფრე.

„რეალს“ „სიტის“ ბოლო 5 მატჩიდან მარტო 1 მოუგო.

ანჩელოტის 1 მოგება და 5 წაგება აქვს ბოლო 7 მატჩში გვარდიოლას წინააღმდეგ.

კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც „სიტის“ რეკორდია.

დე ბრუინს ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლი დაუგროვდა და აქედან ნახევარი საჯარიმოს გარედან დარტყმებით გაიტანა.

ჰოლანდმა ზედიზედ ორ მატჩში თებერვლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა.

ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირზე მე-7 გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰოლანდსა და სალაჰს ჩამორჩება.
სულ კი ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელს 15 გოლი აქვს და ორ ლეგენდას გაუსწრო – რონალდოსა და ზინედინ ზიდანს (14 გოლი).

20 წლის კამავინგა ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე პასის ავტორი გახდა.

ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 190-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.

გვარდიოლა: „როდესაც „სიტი“ უკეთე თამაშობდა, გაიტანა „რეალმა“. როდესაც ისინი უკეთ თამაშობდნენ, გავიტანეთ ჩვენ“.

ანჩელოტი: „შეიძლებოდა მოგება. ეს შედეგი არ არის ჯილდო კარგი თამაშისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მერვეზე ჩავიდა: ოქროს ბურთის ნომინანტების განახლებული რეიტინგი

თორნიკე ბოლო ტურის სიმბოლურშია