in

იტალიური ფეხბურთის დიდებას 10 ახალი წევრი შეემატა

იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში 10 ახალი წევრი შეიყვანეს.

ეს ახლები არიან:

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი;

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც „ინტერში“ მუშაობდა;

„მილანისა“ და „ბოლონიას“ ექს-მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ადრე თამაშობდა „ლაციოში“, „სამპდორიასა“ და „ინტერში“;

„პარმასა“ და „ნაპოლის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯანფრანკო ძოლა;

„ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო ალტობელი;

ქალთა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრისტიანა ჯირელი, რომელიც ადრე თამაშობდა „ვერონასა“ და „ბრეშაში“;

„ინტერის“ ყოფილი მფლობელი ერნესტო პელეგრინი;

„ტორინოს“ ყოფილი მწვრთნელი ერნესტ ეგრი-ერბშტეინი, რომელიც 1949 წლის ავიაკატასტროფაში დაიღუპა;

იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი შეიქმნა 2011 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და კოვერჩანოში ფეხბურთის მუზეუმის მიერ. მასში შეჰყავთ ისეთები, რომლებმაც იტალიურ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვეს. პრემიის ჟიურიში შედიან ძირითადი იტალიური გაზეთების თავკაცები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე-10 ნომერი კვარაცხელიასთვის? მინდა, რომ მან მიიღოს – მარადონა ამბობს, რომ მარადონას ნომერი ხვიჩას მისცენ

შერმადინი ისევ საუკეთესო გახდა – ვიდეო