in

იტალიის თასი ისევ ინტერმა მოიგო: საქმე ლაუტარომ გააკეთა

„ინტერმა“ იტალიის თასის ფინალში 2:1 დაამარცხა „ფიორენტინა“ და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიგო ქვეყნის თასი.

„ფიორენტინამ“ ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვებაც ალალი იქნებოდა, მაგრამ მატჩის გმირი მსოფლიო ჩემპიონი ლაუტარო მარტინესი გახდა.

მან ფინალში მე-100 და 101-ე „საინტერო“ გოლები გაიტანა (235 მატჩი ყველა ტურნირზე).

ორივე გუნდს კიდევ ელოდება ფინალი, უკვე ევროპის მასშტაბით.
„ფიორენტინა“ კონფერენსლიგის მოგებას 7 ივნისს ეცდება „ვესტ ჰემთან“, „ინტერი“ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული და 10 ივნისს „სიტის“ შეებრძოლება.

„ფიორენტინა“ და „ინტერი“ მე-14-ედ შეხვდნენ ერთმანეთს იტალიის თასზე. მილანელებმა მე-6 თამაში მოიგეს, ფლორენციელებს 5 მოგება აქვთ, სამიც ფრედ დასრულდა.

„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის თასის 3-გზის გამარჯვებულია. ის მხოლოდ სვენ-გორან ერიქსონს, მასიმილიანო ალეგრისა და რობერტო მანჩინის (4-4 თასი) ჩამორჩება.

სიმონე ინძაგიმ მე-7 ტიტული მოიგო მწვრთნელის კარიერაში. მას იტალიის 3 თასი და 4 სუპერთასი აქვს.

„ინტერი“ 9 ტიტულით „რომას“ გაუთანაბრდა,“იუვენტუსს“ კი 14 თასი აქვს.

ფიორენტინა – ინტერი 1:2 (1:2, 0:0)
24 მაისი, რომი. „სტადიო ოლიმპიკო“

1:0 – 3 გონსალესი, 1:1 – 29 მარტინესი, 1:2 – 37 მარტინესი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხუთ კაცს ველაპარაკე: ნაპოლის პრეზიდენტი მწვრთნელს არჩევს – ვარიანტები იცვლება

პრეზიდენტი ხვიჩას და მთელ გუნდს პრემიას მისცემს: თანაბრად გაინაწილეთ 8 მილიონი