თურქული “ტრაბზონსპორისა” და რიგი ინგლისური კლუბების (“ვულვზი”, “ევერტონი”, “ლესტერი”) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა – იტალიური “კომო”. ამ კლუბის სკაუტებმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ინგლისში ჩააკითხეს, “უოტფორდისა” და “ლიდსის” მატჩს დაესწრნენ. ჩაკვეტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა შინ 0:4 წააგეს.
მასპინძელთა შორის ქართველი გამორჩეული იყო და ერთ შემთხვევაში ბურთი ძელსაც გაარტყა. ვნახოთ, რა შთაბეჭდილება დატოვა მან იტალიელებზე. ფაქტია, ჩაკვეტაძეს მსურველები არც ინგლ;ისში აკლია და არც მის გარეთ. თუ “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში ვერ გადავა, ზაფხულში ტრანსფერის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings