იტალიაში, შტერცინგის კომუნაში „ვაიგენსტეფანის“ ყინულის მოედანს სახურავი ჩამოეშალა. შენობამ უხვი ნალექის შემდეგ დადებული თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
საბედნიეროდ, ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია. მოედანი კი შეკეთებას აღარ ექვემდებარება.
“ვაიგენსტეფანი” ჰოკეის კლუბ “ვიპტალ ბრონკოსის” (ალპების ჰოკეის ლიგა) საშინაო არენა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings