„ინტერის“ ორი ფეხბურთელი დაასახელეს სერია ა-ში საუკეთესოდ თავიანთ პოზიციებზე.
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე თურქი ჰაკან ჩალხანოღლუ გახდა საუკეთესო ნახევარმცველი, ხოლო ალესანდრო ბასტონი – საუკეთესო მცველი.
ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსიდან“, მეკარედ კი „მონცას“ კარის დარაჯი მიკელე დე გრეგორიაო.
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი. მის ანგარიშზე ჯერჯერობით 24 გოლია.
23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ბოლონიას“ ნიდერლანდელი ჯოშუა ზირკზე.
სერია ა-მ საუკეთესო მწვრთნელად სიმონე ინძაგი აღიარა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდი იტალიის ჩემპიონი (ისტორიაში მეოცედ) უკვე აპრილის ბოლოს გახდა.
სიმონე კარიერაში პირველად დაასახელეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად. 48 წლის სპეციალისტი ჯილდოს კვირას მიიღებს „ვერონასთან“ მატჩისას.
შარშანდელი ტრიუმფატორი „ნაპოლი“ და მისი ფეხბურთელები, მათ შორის წინა გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, წელს ნომინანტებში ვეღარ მოხვდნენ, რაც გუნდის თამაშიდან და შედეგებიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings