in

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი მიდის: ჯენოას მექვაბიშვილი უნდა

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა იტალიის მთავარ ლიგაში ვიხილოთ. საუბარია კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილზე. მისით „ჯენოა“ დაინტერესდა.

საქმე ისაა, რომ იტალიური კლუბის პრეზიდენტი რუმინელი დან შუკუ გახდა. მას კი აღმოსავლეთ ევროპის სატრანსფერო ბაზარზე აქვს ყურადღება. გარდა ამისა, მექვაბიშვილის ინტერესებს იცავს ძმები ჯუფრიდების სააგენტო, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს „ჯენოასთან“. თანაც, ჩვენიანის სატრანსფერო ფასი იტალიური გუნდისთვის მისაღებია – საუბარია სულ რაღაც 1.2 მილიონ ევროზე.

მექვაბიშვილმა დიდი ალბათობით უნდა ჩაანაცვლოს 35 წლის ხორვატი მილან ბადელი. ასევე ვეტერანია ემილ ბოხინენი

23 წლის ქართველის ტრანსფერი უკვე იანვარშივეა მოსალოდნელი.

მექვაბიშვილმა საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ტურის მოთამაშეა, შემოდგომაზე კი მეორეა

ბარსელონა ხვიჩაზე მონაცემებს აგროვებს, კიდევ ორზე